1 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას სამშაბათს შეიწყალებს

სალომე სამადაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ სამუშაო ვახშამზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების შესრულების დეტალები განიხილეს.

მისი თქმით, შეთანხმების შესრულების დაწყების პირველი დღე იქნება მომავალი კვირის სამშაბათი:

„შეთანხმების შესრულების დაწყების პირველი დღე იქნება სამშაბათი, როდესაც ოპოზიცია შევა პარლამენტში იმისთვის, რომ დაარეგისტრიროს ამნისტიის შესახებ კანონი და ამავე დღეს განხორციელდება პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალების აქტი.

ამის შემდეგ, ჩვენ რაც შეგვიძლია სწრაფად მივიღებთ ამნისტიის კანონს და თუ მანამდე ვერ მოხერხდა რაიმე სხვა გზებით ნიკა მელიას გათავისუფლება, მაშინ ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად ნიკა მელია გათავისუფლდება საპატიმროდან,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები