1 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“კრიმინოგენური ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესებულია” – ვოლსკი ბანკზე თავდასხმაზე

ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ ავლაბრის მეტროსთან საქართველოს ბანკზე შეიარაღებული თავდამსხმელის შესახებ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მსოფლიოში ხდება ხოლმე მსგავსი ტიპის დანაშაულები. მისი განმარტებით, გაზრდილია დანააულებების რაოდენობა, რომელსაც საერთოდ არ ექცევა ყურადღება:

“კრიმინოგენური ვითარება სტატისტიკურად არათუ გაუარესებულია, მნიშვნელოვან ციფრებში მძიმე დანაშაულებში განსაკუთრებით არის საგრძნობლად გაუმჯობესებულია. რაც შეეხება კონკრეტულ დანაშაულს სამწუხაროდ, ეს არ ახასიათებს მხოლოდ საქართველოს, ეს არ ახასიათებს, მხოლოდ ერთ ქვეყანას. სამწუხაროა, რომ დანაშაულზე მიდიან ადამიანები, სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ადამიანის დანაშაულში წასვლა გამოწვეული არამხოლოდ ადამიანის კრიმინალური ხასიათიდან გამომდინარე, არამედ, სოციალური პრობლემებიდან”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები