1 5 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბატონო არჩილ, ვერ დაგვაბულინგებთ! – გახარიას გუნდის წევრი, ყოფილი გუნდის წევრს

ჩვენ ვერავინ დაგვაბულინგებს – გახარიასთან წასული “ოცნების” ყოფილი დეპუტატები არჩილ თალაკვაძეს პასუხობენ.

“შეცდომა არ არის ის, რომ დღეს საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი სრულად რადიკალიზებულია? ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს საკმაოდ სუსტი სახელმწიფო ინტერესები, დღეს კიდევ ვსაუბრობთ კორუფციაზე, ნეპოტიზმზე და ა.შ. ეს ყველაფერი არის ის, რაზეც მათ შორის ჩვენ, როდესაც ვიყავით ამ პოლიტიკური პარტიის წევრები, ვიზიარებთ ამ პასუხისმგებლობას და ვუსწორებთ ამ პრობლემებს თვალს.

როგორც ჩანს ბატონ არჩილს, როდესაც განცხადებას აკეთებდა, ჯერ კიდევ კარგად არ ჰქონდა მოსმენილი ის პოლიტიკური განცხადებები, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ეს გამოიხატება იმაში, რომ პირველი, რაც ჩვენ ვთქვით პარტია “ქართული ოცნებიდან” წასვლის მიზეზი, ეს არის სწორედ პასუხისმგებლობა, მათ შორის “ქართული ოცნების” და საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე.

შესაბამისად, ჩვენ ვერ დაგვაბულინგებს ვერავინ. ეს არის მათ შორის ამ ბულინგის გამოხატულება ჩემი აზრით. სამწუხარო არის ის, რომ მსგავსი შეფასებები არის იმის წინაპირობა, რომ ამ ქვეყანაში საკმაოდ სუსტია პოლიტიკური კლასის განვითარების შესაძლებლობა,” – განაცხადა “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა ბექა ლილუაშვილმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები