1 5 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საგარეჯოში გაუჩინარებული 18 წლის გოგო იპოვეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ლამბალოდან გაუჩინარებული 18 წლის ნარმინ ისაიევა სამართალდამცველებმა იპოვეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა მარნეულში იმყოფებოდა, ის სხვა კაცზე გათხოვდა.

ცნობისთვის, გაუჩინარებამდე გოგომ მოკლე ტექსტური შეტყობინება დეიდას გაუგზავნა, რომლითაც ირკვევა, რომ ნარმინ ისაიევას დანიშნულ ბიჭზე გათხოვება არ სურდა და სასიყვარულო უერთიერთობა სხვასთან აკავშირებდა.

18 წლის გოგოს ოჯახი 2 დღის განმავლობაში ეძებდა, ის სახლიდან 11 აპრილს  გავიდა და უკან არ დაბრუნებულა.

შსს-მ საქმეზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები