პოლიტიკა
მერია უცნობს ვანდალიზმის გამო დააჯარიმებს
2021-04-09 17:03:03
თბილისის მერია გია გაჩეჩილაძეს (უცნობი) ბერლინის კედლის ნაწილის დაზიანების გამო დააჯარიმებს. ინფორმაციას თბილისის მერიაში ადასტურებენ.
ანტიოპოზიციურ აქციაზე უცნობმა ბერლინის კედლის ფრაგმენტზე წარწერა დააწერა: “ღმერთი სიყვარული არს”.
15 მარტს, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ “მარადისობის დღის” დაფუძნება და ოპოზიციის წინააღმდეგ 9 აპრილს ხალხის გამოყვანა დააანონსა. “უცნობის” თქმით, ეს არის მდუმარე შეკრება, რომელზეც ოპოზიციის გამოსვლების მოწინააღმდეგე ხალხი გამოდის.
კომენტარები