პოლიტიკა
IRI: კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 35% „ქართულ ოცნებას“, 18% კი „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა ხმას
2021-04-05 19:03:59
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების მიხედვით, კითხვაზე, კვირას რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ – 35%; , „ნაციონალურ მოძრაობა“ – 18%; „ევროპული საქართველო“ – 3%;
„სტრატეგია აღმაშენებელი, „გირჩი – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 2%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 2%; ,„ლეიბორისტული პარტია“ – 2%; პარტია „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – 2%; „ლელო“ (მამუკა ხაზარაძე-ბადრი ჯაფარიძე) – 1%..
გამოკითხულთა 10% აცხადებს, რომ არც ერთ პარტიას არ შემოხაზავდა. კითხვაზე პასუხი არ აქვს 15%-ს, ხოლოდ ყველა პარტიას გადახაზავდა 5%.
ამასთან, კითხვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არც ერთ შემთხვევაში, გამოკითხულთა 27% „ქართულ ოცნებას“, 26% კი, „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს.
კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში.
საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ.
მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.
შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
კომენტარები