1 5 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ჩინური ვაქცინა ხვალ შემოვა, აცრის დაწყებამდე WHO-ს ავტორიზაციას დაველოდებით - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ჩინური ვაქცინა "სინოფარმი" საქართველოში ხვალ ჩამოვა, თუმცა ვაქცინაციის დაწყებამდე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას დელოდებიან. მისივე განცხადებით, საუბარია 2 კვირაზე.

"სინოფარმით ვაქცინაციის დასაწყებად ჩვენ მზად ვიქნებით უკვე მომდევნო კვირიდან, თუმცა გარკვეული პერიოდი ჩვენ დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, 2 კვრაზე ვსაუბრობთ. სამართლებრივი საფუძვლები დღესაც არსებობს სინოფარმის გამოყენებისთვის და არჩევანიც მოქალაქემ შესაძლოა გააკეთოს, მაგრამ მაინც ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი ნდობა და კეთილგანწყობა ექნება ვაქცინას, როცა თანაბარი ავტორიზაციის სტატუსი ქნება", - თქვა თამარ გაბუნიამ.

როგორც გაბუნიამ განარტა, სტატუსის მიღება აპრილის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები