1 5 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს ვლადიმერ პოზნერისთვის გამოწერილი ჯარიმის ქვითარს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერისთვის გამოწერილი ჯარიმის ქვითარს აქვეყნებს.

 

"სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის 31 მარტს საქართველოში სტუმრად მყოფი პირები, რომლებმაც დაარღვიეს იზოლაციისა და კარანტინის წესები, არ დაჯარიმებულან.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითარს და აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10) - ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა 32 პირი. ამასთან ყველა მათგანის ჯარიმა გადახდილია, რის შემდეგაც მათ დატოვეს ქვეყანა",- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები