პოლიტიკა
კახა კახიშვილი: ვინ არის ჟურნალისტი? – რამდენიმე ტელევიზიაში გავიდა სიუჟეტი, რომელიც აბსოლუტურად კავშირში არ არის სიმართლესთან
2021-03-30 13:59:23
ქართული ოცნების დეპუტატი კახა კახიშვილი ჟურნალისტების “დარეგულირებას” ითხოვს.
“პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო, ყველა ჟურნალისტს, რომელიც გულწრფელად მუშაობას იმისთვის, რომ გააშუქოს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ის, რომელიც ჩვენსადმი კრიტიკულია და კითხვის ნიშნებს შეიძლება შეიცვადეს. მაგრამ, ამავდროულად ყველაფერს სჭირდება რეგულაცია.
ჩვენ ბოლო პერიოდში ისეთ მდგომარეობაში ვართ, როდესაც, ფაქტობრივად, პასუხის გაცემის ქმედითი მექანიზმები არ არის. რამდენიმე ტელევიზიაში გავიდა რაღაც ტიპის სიუჟეტები, რომლებიც 1%-ით კავშირში არ არის… უკვე ზღვარს გადაცილებულია ასეთი მოქმედებები”,- ამბობს კახიშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისივე განცხადებით, კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, ვინ არის ჟურნალისტი.
“იმისთვის რომ გახდე იურისტი, საჭიროა, დაამთავრო უნივერსიტეტი, ჩააბარო გამოცდები, მიმართულება აირჩიო, კიდევ გამოცდები ჩააბარო და გახდები იურისტი. დღეს საქართველოს კანონდებლობით, არ არის განსაზღვრული, ვინ არის ჟურნალისტი. ტერმინი “ჟურნალისტი” და გრადაცია, ვინ არის ჟურნალისტი არ არის. ჟურნალისტი არის ადამიანი, ვინც მედიაში მუშაობს, ელექტრონულ სივრცეში მუშაობს თუ ადამიანი, რომელიც იტყვის რომ ჟურნალისტი ვარ და 3 სტატუსს დაწერს”,- თქვა კახიშვილმა, თუმცა სიტყვა ვერ დაასრულა, რადგან გია ვოლსკიმ მას სასაუბრო დრო აღარ დაუმატა.
კომენტარები