1 5 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კრისტიან დანიელსონი სალომე ზურაბიშვილს ხვდება

ჩამოტვირთვა

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, მედიატორი კრისტიან დანიელსონი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს. მანამდე კი, დანიელსონმა შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართა.

აღსანიშნავია, რომ პრემიერთან და პრეზიდენტთან შეხვედრები წინ უსწრებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრას, რომელიც რამდენიმე საათში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი კვირას, 28 მარტს უკვე შეხვდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და მათგან კრიზისის დაძლევის გზებზე პოზიცია მოისმინა. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დგენანი ესწრებოდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები