მსოფლიო
"მწერენ რატომ არ ვჩანვარ აქტიურად, ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე" - კახა კალაძე
2021-03-26 21:46:59
თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში იმის მიზეზს განმარტავს, თუ რატომ არ ჩანს აქტიურად ბოლო პერიოდის განმავლობაში:
მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.
თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ.
შეხვედრამდე!" წერს კახა კალაძე
კომენტარები