1 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე ზეწოლა, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს – კარა მაკდონალდი

სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე ზეწოლა, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს”- ამის შესახებ სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე, სადაც საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ მოსმენა მიმდინარეობს, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, კარა მაკდონალდმა განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან, არის მზარდი პოლარიზაცია მედიის მიმართულებით, რითიც საქართველოს დიდი ზიანი ადგება.

“მინდა შევეხო ზეწოლას სამოქალაქო საზოგადოებასა და თავისუფალ მედიაზე, რომლებიც დემოკრატიის განუყოფელი ნაწილებია. საზოგადოებისთვის პატივსაცემი ლიდერების მიმართ მმართველი პარტიის შესამჩნევად გაუარესებული მოპყრობითა და ეროვნული მედიის მზარდი პოლარიზაციით საქართველოს ზიანი ადგება. პრობლემები, რომელთაც ხაზი გავუსვი, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და საქართველოს დემოკრატიული გზისთვის საზიანო კიდევ სხვა გავლენებისთვის ხსნის კარს.” – განაცხადა კარა მაკდონალდმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები