1 5 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევა და მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალციხეში 27 წლის ექთნის გარდაცვალებას ეხმაურება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში 27 წლის ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალებას ეხმაურებიან. 

როგორც WHO-ს წარმომადგენელმა სუმია სვამინათანმა განაცხადა, “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრის შემდეგ განვითარებული ანაფილაქსიური შოკით გარდაცვალების ფაქტი ძალიან იშვიათი მოვლენაა და მნიშვნელოვანია, ვაქცინაცია ისეთ დაწესებულებებში ტარდებოდეს, სადაც საჭირო აღჭურვილობა და მედიკამენტები იქნება:

“იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევების მინიმალურ დონეზე შემცირება მოხდეს რეკომენდირებულია, რომ პირველ რიგში, დავრწმუნდეთ რომ ყველა ვაქცინა კეთდება ისეთ გარემოში, სადაც მედიკოსები არიან, სადაც ხელმისაწვდომია მედიკამენტები, რომელბიც გჭირდებათ იმისთვის, რომ ვუმკურნალოთ ადამიანებს, რომლებსაც მძიმე ალერგიული რეაქცია ან ანაფილაქსიური შოკი, როგორც წესი, ამის განკურნება შესაძლებელია, თუ ეს ხდება აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია შეტყობინების გაგზავნა, რომ ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევები და ჩვენ ვცდილობთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ ასეთი ფაქტები სიფრთხილის გამოჩენით”, – განაცხადა სვამინათანმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები