მსოფლიო
კრისტიან დანიელსონი შუამავლობის გასაგრძელებლად საქართველოს მიმდინარე კვირას ეწვევა
2021-03-22 21:46:07
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოფიციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ბრუნდება. ამის შესახებ, ევროსაბჭოს პრეზიდენტი Twitter-ზე წერს.
„შევაფასე საქართველოში კრისტიან დანიელსონის შუამავლობით მიღწეული პროგრესი. დროა საჭირო კომპრომისების მიღწევა საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. კრისტიან დანიელსონი შუამავლობის გასაგრძელებლად დაბრუნდება“, – აცხადებს შარლ მიშელი.
კომენტარები