1 7 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ დალურჯებული მაქვს ხელები, ყელი, წელი – ყველაფერი, სადაც მოახერხა მოწვდომა”- რას ყვება ქალი, რომელზე ძალადობის ბრალდებითაც წულაია დააკავეს

ქალი, რომელზე ძალადობის ბრალდებითაც პოლიტიკოსი გოგი წულაია დააკავეს, პირველ კომენტარს აკეთებს.

რუსთავი 2–თან საუბრისას ის ამბობს, რომ წულაიამ მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა.

“წლების მეგობრები ვართ. სხვა თუ არაფერი, მამისტოლი კაცია სხვა თუ არაფერი. არც მიფიქრია რაიმე ზედმეტი. დალია ცოტა, მოწია კიდეც და გადმოვიდა ძალადობაზე. მე თავს ვუშველე, აბსოლუტურად დალურჯებული მაქვს ხელები, ყელი, წელი – ყველაფერი, სადაც მოახერხა მოწვდომა. ვფიქრობ, ეს პირველი შემთხვევა არ იქნებოდა, რადგან ასეთი თავხედური, სადაც მე გამიბედა ამდენი, დარწმუნებული ვარ სხვა ქალების მიმართაც ექნებოდა სხვა მსგავსი სექსუალური ძალადობა. არავინ გამიბედოს დაინდეო, არ ვაპატიებ ასეთ მოძალადე მამაკაცს,” – ამბობს ის რუსთავი 2–თან საუბრისას.

წულაია ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დღეს, თბილისში დააკავეს.

შსს–ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები