1 7 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მზად ვართ, ამ არალეგიტიმურ პარლამენტშიც შევიდეთ, თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება – ბოკერია

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში გრძელდება. ის გუშინ ღამით ისევ შეხვდა პრეზიდენტ ზურაბიშვილს ოფიციალურ ვახშამზე. დანიელსონი ქვეყანაში იქამდე დარჩება, სანამ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გარკვეული შეთანხმება არ მოხდება.

როგორც ბრიუსელში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, მისაღები შედეგის მისაღწევად დათმობაზე ორივე მხარე უნდა წავიდეს.

ოპოზიციის შეფასებით, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლებას აქვს მთავარი პასუხისმგებლობა, ოპოზიცია კი თავის მხრივ დათმობაზე წავა და პარლამენტში შევა, იმისათვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს:

“ყოველთვის, ყველა ცივილიზებული პარტნიორი მოუწოდებს ორივე მხარეს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას აქვს მთავარი პასუხისმგებლობა.

ოპოზიციას თავისი პასუხისმგებლობა გაცნობიერებული აქვს, ამ არალეგიტიმურ პარლამენტშიც მზად ვართ ოპოზიცია, რომ შევიდეთ ოღონდ მხოლოდ იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, მომზადდეს, პოლიტპატიმრები იქნენ თავისუფალი. კომპრომისი ვერ იქნება იმ საკითხზე, რომელიც მიგვაჩნია საკვანძოდ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად.

ვადამდელი, ნორმალური არჩევნების გარეშე, იქამდე პოლიტპატიმრების გათავისუფლების, სისტემის და ადმინისტრაციის ცვლილების გარეშე, ეს ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა”, – განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები