1 7 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“ტრაურით” გამოსული ჟურნალისტების განცხადებები არ შეესაბამება რეალობას,”- გია ვოლსკი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ტვ პირველთან“ დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა:

 

„სასამართლოდან შაბლონური ტექსტის მიღება ჩვეულებრივი ამბავია და არავის უნდა გაუკვირდეს. როცა საქმე მასალების მოპოვებას ეხება, რასაკვირველია, სასამართლო არ ითვალისწინებს კონკრეტულ დაწესებულებას ან პოლიტიკურ მიზანშეწონილობას.

ტელევიზია გამოძიებასთან თუ თანამშრომლობს, შეჭრაზე საუბარი პოლიტიკურად ანგაჟირებული და ოდნავ სასაცილოცაა, რადგან გვახსენებს, რომ სააკაშვილის პერიოდში მედიათავისუფლების ინდექსით, ქვეყანა 104-ე ადგილზე იყო და 31 პუნქტით ჩამორჩებოდა შევარდნაძის პერიოდის ინდექსს. მედიათავისუფლებას არაფერი ემუქრება და მით უმეტეს, შავ ტანსაცმელში გამოწყობილი, “ტრაურით” გამოსული ჟურნალისტების განცხადებები არანაირად არ შეესაბამება იმ რეალობას, რომელიც საქართველოში არსებობს. მთავარია, რომ პროკურატურის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს სასამართლოს მიერ დაშვებული. იურიდიული კაზუისტიკა ჩემი და თქვენი სფერო არ არის““ტრაურით” გამოსული ჟურნალისტების განცხადებები არ შეესაბამება რეალობას, იურიდიული კაზუისტიკა ჩემი და თქვენი სფერო არ არის”- გია ვოლსკი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები