1 7 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

წარმოუდგენელია, რაღაცა ნივთის ამოღებაზე ვინმე სადმე შეიჭრას – მათიკაშვილი

ქართული ოცნების დეპუტატი დავით მათიკაშვილი ეხმიანება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც პროკურატურას უფლება ეძლევა ტვ პირველიდან მასალები ამოიღოს.

წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი, განჩინების მიხედვით, მათ შეუძლიათ “გამოიყენონ იძულების პროპორციული ზომა”.

მათიკაშვილის აზრით, ტელევიზიაში შეჭრაზე საუბარი არ არის.

“არ შეიძლება, ყველაფერი პროვოკაციების საგანი იყო. საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილია, რომ საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წესით და იქ არანაირ შეჭრაზე და შევარდანაზე, მით უმეტეს რაღაცა მცდარ, ტყუილ, სიცრუით გაჯერებულ ინფორმაციით საზოგადოების კვებაზე არ უნდა იყოს საუბარი. სამწუხაროდ, მსგავს ნიშნებს ვხედავთ. ჩემთვის წარმოუდგენელიცაა, რაღაცა ნივთის ამოღებაზე ვინმე სადმე შეიჭრას”, – აცხადებს მათიკაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები