მსოფლიო
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა
2021-03-10 13:21:46
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელად ილია დარჩიაშვილი დანიშნა.
“ილია დარჩიაშვილი სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე; მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე; მანამდე იგი კერძო სექტორში საქმიანობდა.ის არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და საფრანგეთის გრენობლის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი”, – ნათქვამია ინფორმაციაში
კომენტარები