1 7 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა - რაზე შეთანხმდნენ ხელისუფლების ოპონენტები

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა პოლიტიკოსებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, დღევანდელ შეხვედრაზე მათ აქციების ფორმის შეცვლაზე იმსჯელეს. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ მარტში დაანონსებული აქციები გაგრძელდება, თუმცა იმისთვის, რომ ხელისუფლებას მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობასთან დაკავშირებით სალაპარაკო არ ჰქონდეს, ისინი აქციების ფორმას შეცვლიან.

"ჩვენ მოვისმინეთ, მთავრობის მეთაურისგან ბრალდებები რადიკალიზმზე და ა.შ. ასე, რომ კიდევ რომ არ მივცეთ დამატებითი საბაბი ამ პერიოდში, როდესაც კიდევ არის შანსი, რომ რაღაც მოლაპარაკებები შედგეს ჩვენ დღეს ვისაუბრეთ აქციების ფორმის შეცვლაზე, რომ ხელისუფლებას საბაბი არ მივცეთ, რომ რაღაც მოლაპარაკებების ჩაშლაზე იყოს ლაპარაკი ჩვენი მხრიდან.

ეს აქციები ისედაც დაანონსებული იყო, როგორც მშვიდობიანი, მაგრამ კიდევ უფრო ისეთ ფორმას მივცემთ, რომელიც ხელისუფლებას ზედმეტ სალაპარაკო საბაბს არ მისცემს",-თქვა უდუმაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები