1 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას, როგორც არასდროს სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი - სალომე ზურაბიშვილი

შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას, როგორც არასდროს სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"დეტალურად ვისაუბრეთ პოლიტიკურ ვითარებაზე, შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას, როგორც არასდროს სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი. ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდი, რაც მოდის ევროკავშირის გზაზე. ჩვენ უნდა შევძლოთ და დროზე მივხვდეთ, რომ ეს ეს ყველაფერი ჩვენს ხელში არის, ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა და სხვა არაფერი. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა მხრიდან იმას ნიშნავს, რომ რაც არის საზოგადოების მოთხოვნა, ის შეასრულოს და იმ გზაზე წაიყვანოს საქართველო," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები