პოლიტიკა
ტიკარაძე უცხოეთში დასაქმებაზე- შემდეგი ქვეყნები, რომლებიც მოლაპარაკების რეჟიმში გვყავს, არის საფრანგეთი, საბერძნეთი და ისრაელი
2021-02-21 17:27:47
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ცირკულარული შრომის მიგრაციის თაობაზე საქართველოს მოლაპარაკებები აქვს საფრანგეთთან საბერძნეთთან და ისრაელთან.
„რაც შეეხება ცირკულარულ მიგრაციას, შემდეგი ქვეყნები, რომლებიც ჩვენ მოლაპარაკების რეჟიმში გვყავს, ეს არის საფრანგეთი, საბერძნეთი და ისრაელი, თუმცა, კვიპროსთანაც მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკება. ასევე გერმანიის შემდეგ, ევროპის არაერთი ქვეყნიდან გვქონდა გამოხმაურება და ინტერესი. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ გერმანიისთვისაც ეს არის ერთ-ერთი პილოტური პროექტი, რადგან 70-იანი წლების ბოლოს, როდესაც მათ მსგავსი პროგრამების განხორციელება შეწყვიტეს განვითარებადი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელთანაც გერმანიამ ხელშეკრულება დადო და საკმაოდ, დადებითი გამოხმაურება ჰპოვა ამან საერთაშორისო საზოგადოებაში.
რაც შეეხება ცირკულარული მიგრაციით მოსახლეობის დასაქმებას, აქ ჩვენ არ გვაქვს შეზღუდვა გერმანიის მხრიდან, ვინაიდან, ვიცით, რამდენად დიდია გერმანიის ბაზარი და საჭიროება, თუმცა, მთვარი ფაქტორი არის ასაკოვანი ბარიერი, ენის მინიმალური ცოდნა და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, სხვა მხრივ, სხვა მხრივ გერმანულს მხარეს ჩვენთვის შეზღუდვები არ დაუწესებია“, - განაცხადა ტიკარაძემ.
კომენტარები