1 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას აკეთებს:

შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება ან რიტორიკა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და სასამართლო და სისხლის სამართლის დევნის სისტემის პოლიტიკური მიკერძოებისგან გათავისუფლებით განამტკიცოს თავისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი.

შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოსთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მხარდასაჭერად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები