პოლიტიკა
პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა
2021-02-16 15:47:58
პარლამენტის სხდომაზე, სადაც ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნისა და მისთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის შესახებ პროკურატურის მოთხოვნა განიხილეს, გადაწყვეტილება მიღებულია - პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერა.
რეგისტრაცია 94-მა დეპუტატმა გაიარა, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოსახსნელად 76 დეპუტატის თანხმობა იყო საჭირო.
კენჭისყრაზე მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერისთვის იმუნიტეტის მოხსნას სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა მხოლოდ 2-მა დეპუტატმა მისცა, მათ შორის, პარტია "მოქალაქეების" წარმომადგენლებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა.
კომენტარები