1 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ღია სივრცის მქონე კვების ობიექტები დღეიდან გაიხსნება

15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას.

შეზღუდვა კვლავ შენარჩუნდება შაბათ-კვირას.

 ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტის განთავსება არ იქნება შესაძლებელი. გამონაკლისის სახით დაშვებული იქნება მაგიდასთან დამატებით 12 წლამდე მოზარდის დასმაც. რეკომენდაციების მიხედვით, მაგიდებს შორის მანძილი ორ მეტრზე, სკამების საზურგეებს შორის კი ერთ მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.

იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ორმეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი. თუმცა, მათი გამოყენება დაუშვებელია 30 მ2-მდე საერთო სასადილო ფართში. 31 მ2-დან ზემოთ შესაძლებელია დამცავი ბარიერების გამოყენება საერთო სასადილო ფართის არაუმეტეს 50 პროცენტში (ამ შემთხვევაში, ერთი ადამიანის განთავსების ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 1,8მ2).

რეკომენდაციების თანახმად, კვების ობიექტმა უნდა უზრუნველყოს სტუმრებისათვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში კი მენიუს დაფასთან უნდა განათავსოს ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის სადეზინფექციო საშუალებები, სათანადო სავალდებულო ნიშნის მითითებით;

კომენტარები

მსგავსი სიახლეები