პოლიტიკა
ზაზა გახელაძეს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა
2021-02-05 14:15:01
ოკუპანტთა მიერ დაჭრილი და უკანონოდ გატაცებული ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესის დასკვნითი ნაწილი, სადაც განაჩენი უნდა გამოცხადდეს, ცხინვალში სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ცნობილი გახდა, რომ ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა. ოჯახმა ინფორმაცია უკვე მიიღო, წყარო რუსული მედიაა. არსებული ინფორმაციით, ზაზა გახელაძეს 6 თვე მოხდილად ეთვლება - სწორედ ეს დროა გასული მას შემდეგ, რაც ის ცხინვალის ციხეში იმყოფება.
შეგახსენებთ, ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, კონკრეტულად კი, სხვილოს ციხესთან მდებარე ველიდან გაიტაცეს, გატაცებამდე კი დაჭრეს.
ბოლოსწინა სხდომაზე ე.წ.-მა სამართლომ ზაზა გახელაძეს წინასწარი პატიმრობის ვადა კიდევ ორი თვით გაუხანგრძლივა.
კომენტარები