1 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი - გუშინდელმა ფაქტმა ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ნდობა გააღრმავა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თუ „ქართულ ოცნებასთან“ საარჩევნო საკითხებზე შეთანხმდებიან, მაშინ ის და ლევან იოსელიანი პარლამენტში შევლენ.

როგორც მან ჟურნალისტებს პარლამენტში, მმართველ გუნდთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, სასამართლოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ მასსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ნდობა გააღრმავა.

„მე და ლევანი ისევ მოვედით, ვინაიდან გუშინაც იყო კომუნიკაცია ჩვენთან, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გავმართოთ. შესაძლოა, საბოლოო შეთანხმებამდე მივიდეთ ან ვერ მივიდეთ. რა თქმა უნდა, გუშინდელმა ფაქტმა ამ ყველაფერს ძალიან კარგი ფონი შეუქმნა, გააღრმავა ნდობა ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები