პოლიტიკა
ნიკა გვარამია - ერო, მარეგულირებელმა კომისიამ ფინანსთა მინისტრის ყვერების ფხანა არ შეიძლება და დარღვევა დაგვიდგინა!
2021-01-28 16:24:26
ცოტა ხნის წინ დასრულდა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სხდომა, რომელმაც "მთავარი არხი" სამართალდამრღვევად სცნო ბექა ყორშიას სიუჟეტის გამო, სადაც პარლამენტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ივანე მაჭავარიანის უხერხული კადრი იყო ნაჩვენები. მარეგულირებელმა კომისიამ მიიჩნია, რომ ეს იყო უხამსობა და ეწინააღმდეგებოდა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს.
ფაქტს "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა:
ერო, მარეგულირებელმა კომისიამ ფინანსთა მინისტრის ყვერების ფხანა არ შეიძლება და დარღვევა დაგვიდგინა! საქმე ყვერების ფხანაში არაა, საქმე იმაშია, რომ კომისიას ამის უფლებამოსილება არა აქვს! ამის - ანუ ცენზურის! გილოცავ ერო, ცენზორი მოგვევლინა და ცენზურა ჩაგვირთეს! გილოცავთ
კომენტარები