2 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სცენიდან გასვლა უნდა ვისწავლოთ, მაგრამ ენმ-სთან ბრძოლით არასდროს დავიღლები – წულუკიანი

პარლამენტის განათლების კომიიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ამბობს, რომ როცა ადამიანი ასაკში შედის, სცენიდან უნდა გავიდეს, თუმცა ენმ–სთან ბრძოლით არასდროს დაიღლება.

“მე შეიძლება დავიღალო რამით, მაგრამ არის ერთი რამ, რითაც არასდროს დავიღლები ეს არის ნაციონალურ მოძრაობასთან და მათ გადმონაშთებთან ბრძოლა. თუ ამას დასჭირდება მთელი ჩემი შეგნებული სიცოცხლე, მე ვიდგები პოლიტიკაში და ვიბრძოლებ მათ წინააღმდეგ, რომ ისინი არ დაბრუნდნენ არასდროს. ვფიქრობ, რომ რაც ასაკში შევალთ, თქვენც, მეც უნდა ვისწავლოთ, როგორც გავიდეთ სცენიდან. მაგრამ დაღლა ალბათ, რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას მე ამაში არასდროს დავიღლები”, – ამბობს თეა წულუკიანი

ანალოგიური განცხადება მან გუშინაც გააკეთა და თქვა, რომ როცა დაინახავს, ენმ–ს ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი ნულთან ახლოსაა, პოლიტიკაში საქმე აღარ ექნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები