2 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ხატია დეკანოიძე ალეკო ელისაშვილზე - მგონი, დროა უკვე შევიდეს პარლამენტში, ყველა დავიღალეთ!

შევიდეს, შევიდეს! დავიღალეთ ყველა უკვე, - ასე პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს ალეკო ელისაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ პარლამენტში მისი პარტია სულ რომ მარტო შევიდეს, შევა, რადგან „მართლა დაგვემხო ქვეყანა თავზე - გაბუტვისა და ზურგით დგომის დრო აღარ არის“.

როგორც დეკანოიძე ამბობს, მუქარით ამომრჩეველიც დაიღალა.

„სევდიანი ისტორია მეჩვენება ალეკოსთვის, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტში უნდა შევიდეს და უკაცრავად ამ უხეში სიტყვისთვის „გააპრავოს“ „ქართული ოცნება“ და გაყალბებული არჩევნები; მაგრამ მგონი, დროა უკვე შევიდეს იმიტომ, რომ მართლა დაიღალა ამ მუქარით ამომრჩეველიც. შევიდეს, თუ ფიქრობს, რომ უნდა შევიდეს! მე არ მემეტება არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი იმ პარლამენტში შესვლისთვის, მაგრამ რა გაეწყობა, მისი წარმოდგენა ემთხვევა კობახიძის წარმოდგენას“, - განაცხადა დეკანოიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები