2 1 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

15 თებერვლიდან რუსეთი ხორბალს აძვირებს, რაც პურის ფასის ზრდას გამოიწვევს

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პორდუქტი - პური ძვირდება. 15 თებერვლიდან რუსეთი ხორბალს აძვირებს, რაც ნიშნავს იმას, რომ პურის ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება. 

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ლევან სილაგავა ამბობს, რომ იმ შემთხხვევაში თუ სუბსიდირებას გააგრძელებს, მაშინ, შესაძლებელია მოსახლეობამ ფასების რეკორდული ზრდა ისე ვერ იგრძნოს. 

"გამოწვევები, რომელიც ჯერ კიდევ სექტემბრიდან, როდესაც ფასმა დაიწყო მატება, მსოფლიო ბაზარიადან გამომდინარე შეიმჩნეოდა საქართველოში, ეს იყო პირველი ხორბლის ფასის მატება. მეორე იყო - ლარის კურსის მატება დოლართან მიართებაში და მესამე გამოწვევა ეს არის, რომელიც ახლა უკვე გააქტიურდა არის - ელექტრო ენერგიის ფასის გაძვირება, რომელიც სერიოზული გამოწვევაა აგრეთვე ფქვილში. 

თუ ტენდერის პირობები არ გადაიხედა და სახლემწიფო არ წავიდა ამ კუთხით, რომ ტენდერის პირობები შეცვალოს, მაშინ შესაბამისად ფასი იქნება უკვე საბაზრო და საბაზრო ფასის პირობებში პურის ფასიც გადაიხდება", -  ამბობს ლევან სილაგავა

თონეში დასაქმებულები ამბობენ, რომ ბოლო ორ თვეში, პანდემიის პერიოდში, ფქვილზე ფასი მინიმუმ 20 ლარით გაიზარდა. 

"80 ლარი ღირს, ადრე 60 ღირდა. მაგრამ ამ უახლოეს მომავალში ძალიან, თითქმის 20 ლარამდე მოიმატა...აბსოლუტურად ყველაფერი გაძვირდა.. არ ვიცი ჩვენ რა უნდა ვქნათ", - ამბობს თონეში ერთერთი დასაქმებული 

სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთი თავის უპირატესობას იყენებს და ამიტომ აწესებს საბაჟო გადასახადს და ამბობენ, რომ ერთადერთი გამოსავალი იქნება ის, რომ ხორბლის იმპორტის კუთხით ალტერნატიული გზები ნახოს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები