2 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ეკატერინე ტიკარაძე - კოვაქს პლატფორმა მზად არის მოგვაწოდოს Pfizer-ის ვაქცინა სამედიცინო პერსონალისთვის

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ქვეყანაში შეუფერხებლად შემოტანას უზრუნველყოფს, იანვრის ბოლომდე იქნება განხორციელებული. როგორც დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, კოვაქს პლატფორმიდან დადასტურებული ინფორმაცია აქვთ, რომ მზად არიან სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინის მოსაწოდებლად.

"კოვაქს პლატფორმიდან გვაქვს ინფორმაცია მიღებული, დადასტურებული, რომ ისინი მზად არიან მოგვაწოდონ ჩვენ სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინა. ამ ეტაპზე საუბარია Pfizer-ის ვაქცინაზე, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში Pfizer-ის ვაქცინას დაემატოს სხვა ვაქცინებიც და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ "ასტრაზენეკაზე" ხელმისაწვდომობაც გაუჩნდებათ ჩვენს მოქალაქეებს," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები