1 9 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღეს საქართველოში თოვლია მოსალოდნელი

სინოპტიკოსები 13 იანვარს ქუთაისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +18 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11. ბათუმში გამოიდარა. დღისით სინოპტიკოსები +20 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 იქნება. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვს. დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს.

ჭიათურაში +14 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +11 გრადუსი და მცირე ნალექია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში +12 გრადუსი და მცირე ნალექია მოსალოდნელი. ღამის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, +10 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება.ცხინვალში, დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში +5 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს. ომალოში ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. გუდაურში, დღე მზიანი ამინდი გველის + 7 გრადუსია დღისით, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი. ომალოში თოვს, სადაც დღე +4 გრადუსია მოსალოდნელი ხოლო ღამე -2.

ლაგოდეხში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექია მოსალოდნელი თელავში. აქ დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი.

წვიმა და +12 გრადუსია ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს სიღნაღში +10 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი +6 გრადუსი არის ნავარაუდევი.

რუსთავში დღისით ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება და წვიმაა მოსალოდნელი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. დედაქალაქში მცირე ნალექია მოსალოდნელი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები