2 1 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სენატორი ჯინ შაჰინი კოგრესში -,, სააკაშვილმა "მილიარდერ ოლიგარქს" ხელისუფლება მშვიდობიანად გადასცა"

ჩამოტვირთვა

დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს მთავრობის მშვიდობიანი გზით გადაბარებაზე საუბრისას მაგალითად 2012 წელს საქართველოში ჩატარებული არჩევნები მოიყვანა. სენატორის თქმით, ის თავის კოლეგასთან ერთად არჩევნების დროს საქართველოში დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა.

„2012 წელს ჩემს კოლეგა სენატორ რიშთან ერთად ვიმყოფებოდი საქართველოში და სენატის სახელით ვაკვირდებოდი არჩევნებს, რომელიც მიმავალ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მის პარტია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ახლად ჩამოყალიბებულ პარტია „ქართულ ოცნებას“ შორის იმართებოდა, რომელიც დაფუძნდა და ფინანსდებოდა ბიძინა ივანიშვილის მიერ. ეს იყო ბრძოლა პარლამენტისთვის და ასევე მთავრობის კონტროლისთვისაც. მე და სენატორი რიში რამდენიმე საარჩევნო უბანს ვესტუმრეთ. ჩვენ შევთანხმდით საერთაშორისო შეფასებაზე, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი და „ქართული ოცნება“ იყო გამარჯვებული. მაგრამ ქვეყანაში წუხილი იყო იმის შესახებ, რომ სააკაშილი უარს იტყოდა ძალაუფლების დათმობაზე და ეს გამოიწვევდა ძალადობას, დაასრულებდა დემოკრატიულ რეფორმებს, რომელიც ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოში მიმდინარეობდა. არჩევნების მეორე დღეს, მე და სენატორი რიში სასაუბროდ ვეწვიეთ ბატონ სააკაშვილს. მე ძალიან კარგად მახსოვს ვიზიტი მის სახლში. ჩვენ დავსხედით და მივუთითეთ, რომ დემოკრატიის ფუნდამენტი, რომლისთვისაც მან, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ბევრი იშრომა რვა წლის განმავლობაში, ძალაუფლების მშვიდობიანი არჩევნების გზით გადაცემა იყო. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩვენ მოგვისმინა და მშვიდობიანად დატოვა ძალაუფლება“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.

სენატორ ჯინ შაჰინის თქმით, მნიშვნელოვანია, მომავალი თაობები აცნობიერებდნენ, რომ ამერიკა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოები ყველგან, დამოკიდებულია ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები