პოლიტიკა
თამარ გაბუნია - ამ დროისთვის ქვეყანაში 2900 თავისუფალი საწოლია
2021-01-05 12:02:07
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 2900 საწოლია თავისუფალი.
"გარკვეული საწოლები დაუბრუნდნენ მრავალპროფილური სერვისების მიწოდებას, განსაკუთრებით, აჭარაში. აჭარაში ყველაზე თვალსაჩინოდ იგრძნობა ინფექციის სტაბილიზაცია და დაღმა სვლა. იქ განმეორებითი ტალღის აღმოცენების რისკიც არის შედარებით უფრო ნაკლები, ვიდრე ქვეყნის სხვა რეგიონებში", - განაცხადა გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 2900 საწოლია თავისუფალი.
როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, თავისუფალი საწოლების გარკვეული რაოდენობა მრავალპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდა.
„გარკვეული კლინიკა დაუბრუნდა მრავალპროფილური სერვისების მიწოდებას, განსაკუთრებით, აჭარაში. აჭარაში ყველაზე თვალსაჩინოდ იგრძნობა ინფექციის სტაბილიზაცია და დაღმა სვლა. იქ განმეორებითი ტალღის აღმოცენების რისკი არის შედარებით უფრო ნაკლები, ვიდრე ქვეყნის სხვა რეგიონებში“, - განაცხადა გაბუნიამ.
კომენტარები