1 9 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა

კორონავირუსით ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი თეოდორე გამეზარდაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს. 


„მამა თეოდორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა ვირუსით გამოწვეულმა ინფექციამ.
დეკანოზი თეოდორე დასვენებულია თერჯოლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში. იგი დაიკრძალება ხვალ, 2021 წლის 4 იანვარს.
მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ თეოდორეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები