2 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე ინიციატივით გამოდის, რომ ოჯახში მოძალადეთა ნაწილი ამნისტიით გათავისუფლდეს

"ქართული ოცნების" დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე გამოდის ინიციატივით, რომ ოჯახში მოძალადეთა ნაწილს ამნისტია შეეხოს და ისინი გათავისუფლდეს. ეს მოსაზრება მან პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააჟღერა. 

"კი, თქვენ ახსენეთ, რომ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით არის პრინციპული ნეგატიური დამოკიდებულება, რომ იქნას გარკვეული ნაწილი გათვალისწინებული, მაგრამ მე ძალიან ბევრ ოჯახთან მქონია საუბარი, ოჯახის წევრებთან და მათი ნათქვამიც მოვიტანე, არა მხოლოდ მათი ნათქვანი, ჩემი აზრიც ემთხვევა მათთსაც, ამიტომ ვთვლი თავს ვალდებულად, ამაში უფრო აქტიური მონაწილეობა მივიღო.

არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ემოციურ ფონზე წარმოშობილი კონფლიქტები.. ამას გამართლება არ აქვს, თუნდაც, ემოციის ფონზე იყოს. მაგრამ ვფიქრობ, რაღაც ნაწილი ამ საკითხთან დაკავშირებული გაგვეთვალისწინებინა. უპირველესად, სოციალური ფონის, მით უფრო, ამ პანდემიის ფონზე, როდესაც ყველა ოჯახს დამატებითი ტვირთი აქვს

თუ არის პირველი შემთხვევა, თუ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მას აქვს დადებითი დახასიათება და ოჯახის თანხმობა თუ არის, მხოლოდ ერთი გამონაკლისი უნდა ჩაიდოს – თუ არის პირველი შემთხვევა, მაშინ უნდა იქნას გათვალისწინებული ოჯახის თანხმობა. ასე ვფიქრობ, იმიტომ, რომ  შესაძლოა, მეორე და მესამე შემთხვევაში, ოჯახში თანხმობა გარკვეულწილად ქვეცნობიერი იყოს ძალადობრივი და შესაძლოა, შედეგი იგივე დადგეს. თუკი ვთქვათ ოჯახი ამ თანხმობას არ გამოხატავს და სასჯელის ამოწურვის შემდეგ, ოჯახის უფროსმა, წარსულში მოძალადემ, შესაძლოა კიდევ ერთხელ მიაკითხოს ოჯახს სამაგიეროს გადახდის სურვილიც კი გაუჩნდეს.

ამიტომ მე ფიქრობ, მეორე შემთხვევაში თუ შესაძლებელია, ოჯახის თანხმობა უკვე არ იქნას გათვალისწინებული, ეს იქნება მათთვისაც დაზღვევის მექანიზმი. თუ ადამიანმა ეს ემოციურ ფონზე, რა თქმა უნდა, გამართლება ამისგან შორსაა, თუ მისი დახასიათება იძლევა იმის საშუალებას, რომ რისკები მინიმალური იყოს, ოჯახის თანახმაა, ამ სოციალურ ვითარებაში მე ვფიქრობ, ეს იქნებოდა არა მხოლოდ კარგი, არამედ  ძალიან კარგი და აუცილებელი 

ოჯახები არის გახლეჩილი, აქ არის ბევრი პრობლემა, ოჯახს ეკონომიკურად უჭირს და ოჯახის უფროსი, უფრო ხშირად, ოჯახის უფროსები არიან ხოლმე ამის ჩამდენი, სამწუხაროდ. ისინი არათუ ეხმარებიან ოჯახს, არამედ ტვირთან აწვებიან, მათი მორალური და ეკონომიკური მხარე ძალიან შეუსაბამო ხდება. თუმცა, მე არ ვფიქრობ, რომ ხელაღებით სრული ამნისტირება უნდა მოვახდინოთ დანაშაულის,"- თქვა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები