2 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილად ხართ, ჩინოვნიკები, კარგი ხელფასებითო, არა, ძალიან დაბალი ხელფასებია – ვანო მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის თქმით, ბიუროკრატიაში მიმდინარე ხარჯებით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი დაბალია.  ამის შესახებ მან პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტის პროქტის წარდგენისას განაცხადა. მისივე აზრით, შესაძლოა ამ კუთხით ბიუროკრატიული თანხები დაიზოგოს, მაგრამ ეს დაზოგილი თანხა ისევ იგვე სფეროში უნდა დაიხარჯოს, მაგალითად ტექნოლოგიების დანერგვით.

“ვიცით, რომ არ არის სახარბიელო სიტუაცია, ჩვენ გვყავს რაოდენობრივად დიდი ბიუროკრატია დაბალანაზღაურებადი. ხშირად გვეუბნებიან ოპონენტები, რომ თქვენ,  თბილად ხართ, ჩინოვნიკები, კარგი ხელფასებით, არა, ძალიან დაბალი ხელფასებია, 21-ე საუკუნის გამოწვევებს ვერ პასუხობს. ვერ მოვიზიდავთ ნიჭიერ, საინტერესო ადამიანებს, მაღალკვალიფიციურს. იქ არის დანაზოგის საშუალება, მაგრამ რასაც დავზოგავთ, იქვე თუ არ ჩაბრუნდა როგორც ადამიანურ კაპიტალში, ასევე სისტემებში და უზრუნველყოფებში, ამ შემთხვევაში ტექნოლოგიურს ვგულისხმობ, იქ 100 თუ 200 მილიონი დაიზოგება, ეს ვერ გახდება წყარო ფისკალური კონსოლიდაციის, ვერ გახდება ჩვენი დეფიციტის, მაკრო მაჩვენებლის და ვალის გაკეთილშობილების წყარო”, – თქვა ვანო მაჭავარიანმა.

მისი თქმით, შესაძლოა შემოსავლების სამსახურმა უკეთ იმუშაოს, მაგრამ თუ მკვეთრი ნაბიჯები არ გადიდგა, სიტუაციიდან ვერ გამოვალთ. მისი თქმით, “ჩრდილოვან ეკონომიკას” საკანონმდებლო ინიციატივებით და ტექნოლოგიებით უნდა ვებრძოლოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები