1 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბევრის თქმა მინდა, მაგრამ ვერ ვწერ… ჩემთვის პატივია, რომ გიორგის კოლეგა და თანამებრძოლი მქვია ამ ომში – პაატა იმნაძე

23 წლის ახალგაზრდა ექიმის, გიორგი ბუაძის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ეხმაურება და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„ჩემი ღრმა სამძიმარი და თანაგრძნობა გიგა ბუაძეს.

საამაყო შვილი და მაგარი კაცი გაგიზრდია ჩვენი ქვეყნისათვის. დარწმუნებული ვარ, მთელი სამედიცინო საზოგადოებისათვის, გიორგი ყოველთვის იქნება პროფესიული ერთგულების და თავდადების მაგალითი. ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვერ ვწერ.

ჩემთვის პატივია, რომ გიორგის კოლეგა და თანამებრძოლი მქვია ამ ომში“, – წერს პაატა იმნაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები