პოლიტიკა
არ იქნება არანაირი სრული "ლოქდაუნი" - გიორგი გახარია
2020-12-29 11:31:01
პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე თქვა, რომ სრული "ლოქდაუნი" და დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.
"არაფერი არ იცვლება, მივყვებით გეგმას. გეგმაში არაფერი შეიცვლება. არ იქნება არანაირი სრული "ლოქდაუნი", არ იქნება შეზღუდვა გადაადგილებაზე - ავტომობილებით თუ ფეხით. ერთადერთი, რაც 24 დეკემბრიდან გაიხნა, ისინი დაიხურება, ანუ სავაჭრო ობიექტები. სხვა შეზღუდვა არ იქნება - ამის აუცილებლობა არ არსებობს. ბოლო შეზღუდვების შედეგებს ჩვენ უკვე ვგრძნობთ. დანარჩენი არის ჭორები", - თქვა გახარიამ.
კომენტარები