1 9 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„10 თვეა, მწვავე ფინანსურ კრიზისში ვართ“ - „ენერგო-პრო ჯორჯია“ სემეკის გადაწყვეტილებას ელის

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მიხეილ ბოცვაძის განცხადებით, უკვე 10 თვეა, მწვავე ფინანსურ კრიზისში ვიმყოფებით. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ Facebook-განცხადებაშია ნათქვამი, სადაც აღნიშნულია, რომ „ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნი ზრდა გარდაუვალია“. 

საქმე იმაშია, რომ დღეს მოქმედ ტარიფს, რომელიც 2018 წლის 1 იანვრიდან 3 წლის ვადით დადგინდა, ვადა ეწურება და უახლოეს დღეებში სემეკი ახალ ტარიფს დაადგენს. ის ძალაში 2021 წლის იანვრიდან შევა. 

„მოქმედი ტარიფი, ობიექტურ მიზეზთა გამო, უკვე დიდი ხანია ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს, ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებებით. უკვე 10 თვეა, მწვავე ფინანსურ კრიზისში ვიმყოფებით, მოგვიწია განვითარების ყველა გეგმაზე უარის თქმა, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვნად შემცირება, გართულდა სახელფასო ფონდის დაფინანსებაც კი. მიუხედავად აღნიშნული სირთულეებისა, დამფუძვნებელი ჯგუფის და საბანკო სექტორის დახმრებით, მაინც შევძელით ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე შევიანრჩუნეთ ყველა თანამშრომლი. თუმცა, საინვესტიციო პროექტების ასეთი შემცირება, ბუნებრივია უარყოფით გავლენას ახდენს მომსახურეობის ხარისხზე და ელექტრომომარაგების უწყვეტობის მაჩვენებლებზე", - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ. 

რაც შეეხება შემდგომ ტარიფს, მიხეილ ბოცვაძის თქმით, პირველ რიგში ხაზგასასმელია, რომ ტარიფის ზრდა არ უნდა აღიქმებოდეს კომპანიის მოთხოვნად. 

"ყველა ვაცნობიერებთ საკითხის სენსიტიურობას და სოციალურ ფაქტორს, უფრო მეტიც, მნიშვნელოვნად გაზრდილი ტარიფი, ჩვენთვის პრობლემატურ დავალიანებების თუ სხვადასხვა რისკების ზრდას გამოიწვევს. თუმცა, მეორე მხრივ, თუ სრულად არ დაფინანსდა შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯი და აუცილებელი საინვესტიციო პროექტები, კომპანია უბრალოდ ვერ განაგრძობს ოპერირებას, რისკის ქვეშ დადგება ელექტრომამრაგების საკითხი, ამით კი პირველ რიგში აბონენტის ინტერესები დაზიანდება“, - განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ და დასძინა, რომ "რა თქმა უნდა, ახლა ჯერი ელექტროენერგიის მარეგულირებელ კომისიაზეა”. 

“ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას მათ ვაკისრებთ, ბოლო კვირეებია გვაქვს მწვავე განხილვები თითოეულ პარამეტრზე, რაც იწვევს ტარიფის კორექტირებას, არსებობს არაერთი შეუთანხმებელი საკითხი. გვსურს გვჯეროდეს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება იქნება დაბალანსებული და შექმნილი მძიმე მდგომარეობის ადეკვატური, სხვა გზა უბრალოდ აღარ არსებობს, ყველა რესურსი ამოწურულია”, - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები