2 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზურაბ ჯაფარიძემ „გირჩი - მეტი თავისუფლება” დააფუძნა

ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია - „გირჩი- მეტი თავისუფლება” დააფუძნა. ყრილობა ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც პარტიის ყრილობის დაწყებამდე ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიის თავმჯდომარე თავად იქნება.

ამასთან, მისივე განცხადებით, დღევანდელ ყრილობაზე ფორმალურ საკითხებს განიხილავენ.

„დღეს არის ყრილობა, ახალი პარტია ფუძნდება, რომლის სახელიც „გირჩი” იქნება, ოღონდ სრული სახელი იქნება განსხვავებული წინა „გირჩისგან”. წინა „გირჩის” სახელია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი”, ამას ერქმევა „გირჩი - მეტი თავისუფლება”.

დღევანდელ ყრილობაზე ფორმალური ნაწილი გვაქვს გასასვლელი იმისათვის, რომ რეგისტრაცია გავიაროთ. რეგისტრაცია გვჭირდება იმისთვის, რომ გვქონდეს რაღაც ფურცელი, რომელიც შემდეგ საჭიროა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. შესაბამისად, ამ პროცედურებს გავივლით. ამ პროცედურების ნაწილია თავმჯდომარის, პოლიტსაბჭოს და სარევიზიო კომისიის არჩევა, რასაც კანონი გვავალდებულებს. ეს არჩევნები, რეალურად ჩატარებული გვაქვს ონლაინ, უბრალოდ დღეს ფორმალურად გავაფორმებთ”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ახალი „გირჩი” ძველისგან ბევრი რამით განსხვავდება.

„მთავარი განსხვავება ის იქნება, რომ მინდა ახალი „გირჩი” იყოს უფრო გახსნილი, ღია პლატფორმა ხალხისთვის, ამ ახალგაზრდებისთვის, ვისაც აქ ხედავთ და ჩემი თავი, როგორც „გირჩის” ბრენდი, ისევე როგორც „გირჩის” ტელევიზია ახალგაზრდებმა გამოიყენონ საკუთარი იდეების წინ წამოსაწევად და სცადონ საკუთარი თავი ქართულ პოლიტიკაში. ქართული პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღება არის დამოკიდებული იმაზე, რომ ახალი ადამიანები უნდა მოვიდნენ პოლიტიკაში. „გირჩმა” რაც შეძლო თავისი არსებობის ისტორიაში არის ის, რომ ახალგაზრდებს გული მოუბრუნდათ პოლიტიკაზე. ამ ხალხს აქვთ უამრავი იდეები და ინიციატივები, რომლებიც უნდა სცადონ. ყველას არ გამოუვა, მაგრამ „გირჩის” მხარდამჭერები გადაწყვეტენ ვის გამოსდის ეს უკეთ და ისინი გახდებიან “გირჩის” ახალი ცნობადი სახეები”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში დაწერა. „ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას", - დაწერა ჯაფარიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები