2 1 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დენი, შესაძლოა, 8 თეთრით გაძვირდეს

ელექტროენერგიაზე ტარიფი, სავარუდოდ, 8 თეთრით მოიმატებს. ენერგეტიკოსების პროგნოზით, თუ დენის ტარიფი არ მოიმატებს, მაშინ, ენერგოკომპანიები გაკოტრების პირას აღმოჩნდებიან, რადგან პანდემიის პერიოდში ყველა კომპანია დაზარალდა. 

"უფრო მძმედ შეეხება კერძო კომპანიებს ვიდრე მომსახურებას, სამომხმარებლო ტარიფი საყოფაცხოვრებო მომსახურებისათვის და კომერციულისთვის იქნება სხვადასხვა. მაგრამ მე საშუალოდ ჩავთვალე, რომ 7-8 თეთრი თუ არ იქნა, ჩვენს ენერგო კომპანიებს სერიოზული პრობლემები შეექმნებათ", - ამბობს გია აბაშიძე, ენერგეტიკოსი. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ დენის ფასის ზრდა ყველა სხვა პროდუქტზე ფასის მომატებას გამოიწვევს, რაც პანდემიის პირობებში გაუმართლებელია. 

"ეს არის იმ ხელისუფლების ქრონიკა რომელიც სწორედ ტარიფების შემცირების დაპირებით არის მოსული და ამ მშემთხვევაში ეს გაჟღერებული განცხადება შეიძლება სწორედ მათ განცხადებას ჩაითვალოს და არ გასულა წელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ არ გაზრდილიყო როგორც ბუნებრივი აირის ისე ელექტრო ენერგიის ტარიფი", - ამბობს გიორგი ბოტკოველი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები