2 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ოპოზიცია უსათუოდ სჭირდება პარლამენტს, უფრო მეტად კი ოპოზიცია აკლია ქართულ პოლიტიკას"

"ოპოზიცია პარლამენტს ყველა შემთხვევაში აკლია, ისეთიც კი, როგორიც ის არის. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ხოლმე მათ პარლამენტში შემოსვლისკენდა ეს მოწოდება პარლამენტის ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ უნდა გავაჟღეროთ. ოპოზიცია უსათუოდ სჭირდება პარლამენტს, უფრო მეტად კი ოპოზიცია აკლია ქართულ პოლიტიკას. ქვეყანას სჭირდება ნამდვილი ოპოზიცია, მწვავე და კრიტიკული, მაგრამ არა ნგრევისკენ, არამედ შენებისკენ მოწოდებული, არა კრიმინალური, არამედ სუფთა წარსულით გამორჩეული. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ასეთი ოპოზიცია ძალიან მალე ჩამოყალიბდება. ამ თვალსაზრისით ჩვენი პოლიტიკური სისტემა სწორი მიმართულებით მიდის.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა მიმდინარეობს. სხდომას მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები ესწრებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები