პოლიტიკა
გიორგი გახარია - საგადასახადო შეღავათები გადაიხედება, ხშირ შემთხვევაში, ალბათ გავაუქმებთ, მისი ეფექტურობა დიდი კითხვის ნიშნების ქვეშ არის
2020-12-24 14:23:57
ერთპარტიულ პარლამენტში, სამთავრობო პროგრამის წარგდენისას, პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მომავალში გარკვეული საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო, რომ საგადასახადო სისტემა უფრო ეფექტური გახდეს.
"საგადასახადო სისტემაში დღეს ჩვენ გვაქვს უმარავი შეღავათი, რომლის ეფექტურობაც უკვე აქტუალური აღარ არის. ჩვენ მოგვიწევს დეტალურად განვიხილოთ ყველა ეს შეღავათი იმისთვის, რომ იქ, სადაც ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს, ზოგან გავაძლიეროთ, ხშირ შემთხვევაში, ალბათ, გავაუქმოთ. იმიტომ, რომ ეფექტურობა ამ საგადასახადო შეღავათების დიდი კითხვის ნიშნების ქვეშ არის დღეს", - თქვა გიორგი გახარიამ.
კომენტარები