2 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სიკვდილმა გაიმარჯვა სიცოცხლეზე, მშვიდობით, პროფესორო! – ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი პროფესორ მაია დგებუაძეს ემშვიდობება. რატიანის თქმით, მან სიცოცხლეში ბრძოლა და “თავმდაბლობის სიმბიოზი” ასწავლა.

“ასე და ასე იქნება, სიკვდილმა გაიმარჯვა სიცოცხლეზე, ეს ბუნების კანონია თითქოს, მაგრამ შეუგუებელი, მოიხედავ და ოცი წელი გასულა, რაც ერთმანეთი გაგვიცვნია და დღეს კი ვემშვიდობები, ვემშვიდობები დიდი ტკივილით, ჩემს საყვარელ პროფესორს, მაია დგებუაძეს. პროფესორს, რომელმაც სიცოცხლეში ბრძოლა და თავდაბლობის სიმბიოზი მასწავლა, მასწავლა, როგორი უნდა მიაღწიო ცოდნით წარმატებას.

ბევრი გვქონდა საკეთებელი, მაგრამ წუთისოფელმა ამ მიწიერ ვხოვრებაში დაგვაცილა, დაგვაცილა დროებით, რწმენით იმისა, რომ კვლავ შევხდებით ერთმანეთს… მშვიდობით პროფესორო….მე კი პირობას გაძლევთ, ყველა თქვენს დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან! სხვისთვის უჩინარი იყო, ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ადამიანი, რომელიც მიქმნიდა წარმატების გარემოს. ღირებული სიტყვა ყოველდღიური, დილით იყო “შვილო მომისმინე”… და ვუსმენდი გაჩუმებული და გულისყურით… ესე იყო ესე… შენი წარმატება მახარებს და მაცოცხლებს – ასე მეუბნებოდა… მადლობა ჩემო პროფესორო, ყველა იმ ქმედებისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ. მე კი შეუძლებელს გავაკეთებ, ღირსეულად რომ დავასრულო ცხოვრება, როგორც ექიმა. მშვიდობით…”,– წერს რატიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები