2 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცი გაუჩინარდა

ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცი გაუჩინარდა. ოჯახი თეიმურაზ გიუნაშვილს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს.  მათი თქმით, საქმეში ჩართულია პოლიციაც, თუმცა, სამხედროს კვალს ამ დრომდე ვერ პოულობენ. 35 წლის თეიმურაზ გიუნაშვილი სოფელ ფლავიდანაა, ოჯახი ამბობს, რომ ის სამხედრო ბაზიდან 20 დეკემბერს გაუჩინარდა. მათივე ინფორმაციით, ჯარისკაცი ბაზაზე 28 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.

“არსად არ არის აბსოლუტურად, ესე იგი, კვალწმინდად ჩაიყლაპა, გამოვიდაო დილითაო და ესე იგი ტელეფონი დატოვა ბალიშის ქვეშ, მე არ ვიცი ეს როგორ მოხდა, ტელეფონს ჯიბიდან არ იშორებდა, არსად არ არის, არც ნათესავებში, არც მეგობრებთან, რა მოხდა ვერ ვიგებ”, – ამბობს ოჯახის წევრი.


ოჯახის ინფორმაციით, ბაზიდან ჯარისკაცი 11-ის 20 წუთზე, არასამხედრო ტანსაცმლით გავიდა, თან არაფერი წაუღია, ერთ საათში კი მისი კვალი დაიკარგა.

ოჯახი პასუხებს თავდაცვის სამინისტროსგან ელოდება.

წყარო – მთავარი

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები