2 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უთენია დაგვადგნენ და დაგვინგრიეს – მერიამ თვალჭრელიძის ქუჩაზე 7 სახლი დაანგრია

დღეს დილით, თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე დაანგრია 7 შენობა დაანგრია. უწყება აცხადებს, რომ ისინი უკანონოდ იყო აშენებული.

პირდაპირ ეთერში ერთ-ერთმა მცხოვრებმა, აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდა კაცმა თქვა, რომ მერიის და პოლიციის წარმომადგენლები დილის 7 საათზე მივიდნენ და უთხრეს, სახლი დაეცალა.

გამოგვყავრეს და დაგვინგრიეს. საწოლები, ყველაფერი შიგნით მოაყოლეს, დედა უტირეს. გამოტანაც არ გვაცადეს, რაც მოვასწარით ეს არის, დანარჩენი სულ ბულდოზერით დაანგრიეს. 2010-დან ამას ვაშენებ. ამ დილას შვიდ საათზე დაგვადგნენ და დაგვინგრიეს სახლი, გამოგვყარეს გარეთ. პირველი გაფრთხილება იყო 4 დღის წინ. აქ ვცხოვრობდი რამდენი ხანია“, – ამბობს მამაკაცი რადიო თავისუფლების Facebook ლაივში.

მისი თქმით, მას სხვა არანაირი ქონება არ გააჩნია.

„სადაც უნდათ იქ ნახონ, თუ სადმე რამე ქონება მიფიქსირდება. ეს იყო ბოლო შანსი“, – თქვა მან.

თბილისის მერიის მუნიციპალურმა სამსახურმა 18 დეკემბერს განაცხადა, რომ თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ, 7 უკანონო შენობა-ნაგებობის დემონტაჟისთვის მეპატრონეებს 4 დღეს აძლევს და წინააღმდეგ შემთხვევაში დემონტაჟს თავად დაიწყებს.

15 დეკემბერს მერიამ აფრიკის დასახლებაში 20–მდე შენობა დაანგრია, რასაც საზოგადოებრივი საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები