2 1 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

განახლდება პოლიციელების შეიარაღება, რაც წლების განმავლობაში მასშტაბურად არ განხორციელებულა – გომელაური

“განახლდება პოლიციელების შეიარაღება, რაც წლების განმავლობაში მასშტაბურად არ განხორციელებულა “- შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, როგორც პოლიციის შენობების განახლება და ახალი ობიექტების მშენებლობა, ასევე, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით მათი აღჭურვა იგეგმება.

“გაგრძელდება ავტოპარკის განახლება როგორც საპატრულო პოლიციაში, ასევე კრიმინალური პოლიციის რეგიონალური დანაყოფებში. ასევე, მნიშვნელოვნად განახლდება პოლიციელების შეიარაღება, რაც წლების განმავლობაში მასშტაბურად არ განხორციელებულა. გაუმჯობესდება და განახლდება დანაყოფების რადიოკავშირის საშუალებები, ესეც ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ასევე, გაგრძელდება პოლიციელების მაღალი ხარისხის ფორმის ტანსაცმლით და ფეხსაცმლით უზრუნველყოფა. გაგრძელდება დროებითი მოთავსების იზოლატორების ინფრასტრუქტურის განახლება, ახალი იზოლატორების მშენებლობა, მოძველებული ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების ჩანაცვლება. დღეის მდგომარეობით, სამედიცინო პუნქტი 30 იზოლატორიდან 23 იზოლატორში ფუნქციონირებს. სამომავლოდ დარჩენილ 7 იზოლატორშიც გაიხსნება შესაბამისი სამედიცინო პუნქტი. საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით განხორციელდება მიგრანტებისთვის განკუთვნილი დროებითი მოთავსების სივრცის რეაბილიტაცია და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა. დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით-გარეჯის ტერიტორიაზე, ასევე, აშენდება ახალი სასაზღვრო სექტორი ახალციხეში,“ – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები