მსოფლიო
სიტყვიერი შენიშვნა გიორგი კაპანაძეს და ნიკა ნარსიას, 1000 ლარიანი ჯარიმა რუსკა მჭედლიძეს - მოსამართლის გადაწყვეტილება ცნობილია
2020-12-22 12:17:31
სამოქალაქო აქტივისტი გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში მოსამართლის გადაწყვეტილებას აქვეყნებს, სადაც წერს:
"მოსამართლე ივანე აღნიაშვილის გადაწყვეტილება:
გივი ცინცაძის მიმართ საქმე შეწყდა.
ნიკა ნარსიას სიტყვიერი შენიშვნა.
რუსკა მჭედლიძეს 1000 ლარიანი ჯარიმა.
მე - სიტყვიერი შენიშვნა."
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კაპანაძე რამდენიმე კვირის წინ მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ მან პოლიციელებს "მონა" უწოდა. დაკავებული იყო ასევე ორი სამოქალაქო აქტივისტიც, ნიკა ნარსია და რუსკა მჭრდლიძე. დაკავებულ აქტივისტებს ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევისთვის ედავებოდნენ - პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას.
კომენტარები